Conseil de l'Europe
  Quoi de neuf ?  |  A propos du CPT  |  Membres  |  Etats  |  Visites  |  Documents  |  Base de données

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა
თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი
(CPT)

[ ქართული / Georgian / Géorgien ]


ინფორმაცია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შესახებ


თავისუფლებააღკვეთილ პირთა არასათანადო მოპყრობის აღკვეთა ევროპაში

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ორგანიზებას უწევს ვიზიტებს დაკავების ადგილებში, რათა შეაფასოს თუ როგორ ეპყრობიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს. ეს ადგილები მოიცავს: ციხეებს, არასრულწლოვანთა დაკავების ადგილებს, პოლიციის განყოფილებებს, იმიგრირებულ პირთა დაკავების ადგილებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს, სოციალური დაცვის სახლებს და სხვ.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები სარგებლობენ შეუზღუდავი შესვლისა და გადაადგილების უფლებით დაკავების ადგილებში. ისინი პირადად ესაუბრებიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს და ასევე თავისუფლად უკავშირდებიან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი შეუძლია ინფორმაციის მიწოდება.

თითოეული ვიზიტის შემდეგ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს. ეს ანგარიში მოიცავს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მოპოვებულ მონაცემებს, მის რეკომენდაციებს, შენიშვნებსა და მოთხოვნებს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებაზე. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მოითხოვს ასევე დეტალურ პასუხს ანგარიშში დასმულ საკითხებზე. ეს ანგარიშები და პასუხები ქმნიან ერთგვარ დიალოგს შესაბამის სახელმწიფოებთან.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სრული დასახელებააწამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი”. ეს დასახელება გამოკვეთს ორ მნიშვნელოვან შტრიხს: პირველი, ის ფარავს ევროპას და, მეორე, მოიცავს არა მარტოწამებას”, არამედ გარემოებათა ფართო სპექტრს, რაც შეიძლება გაუთანაბრდესარასათანადო ან ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯას”.

ვიზიტების სისტემა

ჩვეულებრივ, ვიზიტებს ახორციელებენ დელეგაციები, შემდგარი კომიტეტის რამოდენიმე წევრისაგან. დელეგაციას თან ახლავს კომიტეტის სამდივნოს თანამშრომლები და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ექსპერტები და თარჯიმნები.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციები ვიზიტებს ახორციელებენ პერიოდულად (ჩვეულებრივ, 4 წელიწადში ერთხელ), თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება დამატებითი საგანგებო ვიზიტები.

კომიტეტმა უნდა აცნობოს შესაბამის სახელმწიფოს, რომ აპირებს ვიზიტის განხორციელებას. შეტყობინების შემდეგ დელეგაციას შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს ნებისმიერ ისეთ ადგილას, სადაც თავისუფლებააღკვეთილი პირი შეიძლება იყოს.

თანამშრომლობა და კონფიდენციალურობა

საერთაშორისო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დაარსებულია წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, ითვალისწინებს თანამშრომლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპებს.

გამოქვეყნება

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სტრუქტურა

საფუძველი

რატიფიკაცია


საკითხავი მასალა


  ^

Contactez-nous   |   Presse   |   www.cpt.coe.int